სტატიები
ქვიშხეთში სამაშველო-გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

 

პრესსამსახურის ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე შოლა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლები დატბორა.

 

მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც სახლებიდან დაგროვილი წყლის ამოტუმბვა ხდება.



მიმდინარე სამუშაოებში ჩართული არიან შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები და შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

 

მდინარის ადიდება 12 აგვისტოს მოსულმა ნალექმა გამოიწვია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები