ახალი ამბები
კორონავირუსის დაფიქსირების გამო გორელი ოპოზიციონერი მთავრობის გადადგომას ითხოვს
საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების გამო გორის ოპოზიციის წარმომადგენელი მთავრობის გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციის წარმომადგენელმა რევაზ კახნიაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, მთავრობის ეფექტური მუშაობის პირობებში, ქვეყანაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ უნდა დაფიქსირებულიყო.

,,დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს მთავრობა! ზღაპრები მოყევით სახლში, ძილის წინ. თქვენ არაფრის შემჩერებლები არ ხართ! თქვენ არასდროს გიზრუნიათ ხალხზე და აქედანვე გეტყობათ, რომ არც ახლა აპირებთ რამეს" - აცხადებს რევაზ კახნიაშვილი.

,,პაციენტი, რომელსაც კორონა ვირუსი დაუდასტურდა, საბაჟოდან პირდაპირ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, მას საქართველოს სხვა მოქალაქეებთან არანაირი კომუნიკაცია და შემხებლობა არ ჰქონია ჩვენ არ გვაქვს პანიკის რისკი, ვინაიდან ჩვენი მთავრობა ყველაფერს ახორციელებს და მივმართავთ ყველა ზომას, რომ საქართველოში არ გვქონდეს კორონავირუსის ეპიდემია, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში დაფიქსირდა კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან გუშინ შემოვიდა. „სულ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ლუგარის ლაბორატორიიდან ინფორმაცია, რომ საქართველოში დაფიქსირდა კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები