ახალი ამბები
ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტები რეფერალური მომსახურებით გადანაწილდნენ სხვადასხვა კლინიკაში
გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონად გამოცხადების შემდეგ, კლინიკაში მოთავსებული პაციენტები გადანაწილდნენ სხვადასხვა საავადმყოფოებში, მათ შორის ,,გორმედში“.

,,გორმედის“ დირექტორის ვასილ ჭეიშვილის, თქმით სამხედრო ჰიოსპიტალიდან გუშინ მათ კლინიკაში გადაყვანილი იქნა 19 პაციენტი“.

,,როგორც მოგეხსენებათ, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გუშინ  19 პაციენტის ,,გორმედის“ კლინიკაში გადმოიყვანეს, აქედან 9 პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, დანარჩენები აგრძელებენ მკურნალობას სხვადასხვა განყოფილებებში. გარდა ამისა კლინიკაში სრული მზაობაა ნებისმიერი შემთხვევებისათვის. ექიმებმა უკვე გაიარეს სპეციალური, მოსამზადებელი ტრენინგი. მომართვის დროს დაწერილი გვაქვს პროტოკოლი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შედგენილი და ყველა ექიმმა, ყველა სამედიცინო პერსონალმა იცის, როგორ უნდა მოიქცეს ამა თუ იმ შემთხვევაში. მდგომარეობა სტაბილურია, სიმშვიდეა და ვაგრძელებთ მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვმუშაობთ კარატინის რეჟიმში,  უბრალოდ ჩვენ გვაქვს ჩვენი წესები, რომლებსაც მკაცრად ვიცავთ. შეზღუდულია ნახვის საათები პაციენტებთან. გორმედის ოთხივე კლინიკაში ხაშურში, ქარელში, გორში და  ,,იავნანაში" საკმარისი ადგილებია პაციენტების მისაღებად.  ის ფაქტი, რომ სამხედრო ჰოსპიტალი გადავიდა მუშაობის სხვა  რეჟიმზე და ვერ მოემსახურება ყველა პაციენტს ჩვენ ამას გადავლახავთ ყოველგვარი გართულებების გარეშე. ჩვენი სამედიცინო დაწესებულებაც ითვალისწინებს  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ჩვენი დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციებს. იმ შემთხვევაში თუ მოვა ჩვენთან ვირუსზე საეჭვო პაციენტი, ჩვენ მზად ვართ დავხვდეთ, როგორც ცოდნით ისე ეკიპირებით.“-განაცხადა ვასილი ჭეიშვილმა.

იხ.ამავე თემაზე: გორის ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცე 180 პაციენტზეა გათვლილი
Print

სტატიის გამოყენების პირობები