ახალი ამბები
გორის ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში დაკვირვების ქვეშ 8 მოქალაქე იმყოფება
ფოტო: გადაღებულია სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლის მიერ

გახსნიდან დღის ბოლომდე, გორის ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში პაციენტების რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. დღეს საღამოს ე.წ. ლოკანტასებიდან 4 მოქალაქე გორის ჰოსპიტალში, მიიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელი აცადებს, რომ მათგან 2 ირანელია, ხოლო დანარჩენი ორი - მათთან ურთიერთობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე.

2 მარტს დილით ჰოსპიტალში 4 პაციენტი იყო მოთავსებული, მათ შორის 3 სამხედრო მოსამსახურე. ისინი მოგზაურობდნენ იტალიაში. ყველა პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ.

,,თითოეული მათგანის ანალიზი გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში და კორონა ვირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდგუნდა. ჩვენ მთელი სიმძლავრით შეგვიძლია მივიღოთ 180 პაციენტამდე. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვაქვს ცალცალკე კორპუსები და შეგვიძლია გავმიჯნოთ ყველანაირი სირთულის პაციენტი. ასევე ვართ მზად როგორც პერსონალით ისე გამოცდილებით.“ - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ჰოსპიტალის ხელმძღვანელმა დავით ბარლიანმა.

შეგახსენებთ, დღეს გორის ჰოსპიტალში საკარანტინო სივრცე მოეწყო, რომელიც 180 პაციენტზეა გათვლილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები