ახალი ამბები
62 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებს კორონავირუსის გამო დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში არ შეუშვებენ
2020 წლის 1 მარტიდან, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, 62 ქვეყნის მოქალაქეს, ,,შესვლაზე" შეზღუდვები დაუწესდათ. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, შეზღუდვები კორონავირუსის (COVID-19) ინფექციის შეღწევის თავიდან ასაცილებლად ხორციელდება.  დე-ფაქტო რესპუბლიკაში შესვლის ნებართვების გაცემაზე, შეზღუდვები შემდეგი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის დაწესდა:

ავსტრალია,
ავსტრია,
აზერბაიჯანი,
ალჟირი,
სომხეთი,
ავღანეთი,
ბაჰრეინი,
ბელარუსი,
ბელგია,
ბრაზილია,
დიდი ბრიტანეთი,
ვიეტნამი,
გერმანია,
საბერძნეთი,
საქართველო,
დანია,
ეგვიპტე,
ისრაელი,
ინდოეთი,
ერაყი,
ირანი,
ირლანდია,
ისლანდია,
ესპანეთი,
იტალია,
კამბოჯა,
კანადა,
ყატარი,
ჩინეთი,
ქუვეითი,
ლიბანი,
ლიეტუვა,
ლუქსემბურგი,
მალაიზია,
მექსიკა,
მონაკო,
ნეპალი,
ნიგერია,
ნიდერლანდები,
ახალი ზელანდია,
ნორვეგია,
არაბთა გაერთიანებული საამიროები,
ომანი,
პაკისტანი,
სამხრეთ კორეა,
რუმინეთი,
სან-მარინო,
ჩრდილოეთ მაკედონია,
სინგაპური,
აშშ,
ტაილანდი,
ფილიპინები,
ფინეთი,
საფრანგეთი,
ხორვატია,
შვეიცარია,
შვედეთი,
შრი-ლანკა,
ეკვადორი,
ესტონეთი,
იაპონია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები