ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში დაკვირვების ქვეშ 16 პაციენტი იმყოფება
გორის ჰოსპიტალში 16 პაციენტი კორონავირუსთან დაკავშირებით, დაკვირვების ქვეშ იმყოფება. აქედან 4 არის ირანის მოქალაქე.

ჰოსპიტალის ხელმძღვანელი დავით ბარლიანი აღნიშნავს, რომ შემოყვანის დროს, 16 მოქალაქიდან დაბალი ტემპერატურული რეაქცია მხოლოდ 2 მოქალაქეს აღენიშნებოდა:

,,დღეის მდგომარეობა ტემპერატურა არც ერთს არა აქვს.  ლაბორატორიაში გადაგზავნილია ნიმუშები, ირანელების ანალიზებეი, რის შემდგომაც გვეცოდნება დაავადების მიმდინარეობდა." - აღნიშნავს ბარლიანი. 

გორის ჰოსპიტალში საკარანტინო სივრცე 3 მარტიდან მოეწყო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები