ახალი ამბები
გორში გრიპის ვირუსით გართულების შემთხვევები წინა სეზონთან შედარებით არ გაზრდილა
გორში წინა სეზონთან შედარებით, გრიპის ვირუსით გართულების შემთხვევები ნაკლებია. ამის შესახებ გორის საზოგადოებირვი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარი გიუნაშვილმა განგვიცხადა.

მისი თქმით, 2019 წელს მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა გრიპის საწინააღმდეგო აცრა ჩაიატარა, რაც თავისთავად, შედეგებში აისახა.

,,არ ყოფილა ვირუსით გართულებული შემთხვევები და საბედნიეროდ ასევე არ გვქონია გრიპის ვირუსით გარდაცვალების ფაქტი." - აღნიშნავს მარი გიუნაშვილი.

2020 წლის თებერვალში, ,,გორმედის" თერაპიულ განყოფილებაში, პნევმონიის გართულებული ფორმით, 15 პაციენტი გადიოდა მკურნალობას, ხოლო ინფექციურ განყოფილებაში - 20-მდე პაციენტი.

მარინა გიუნაშვილი ამბობს, რომ ,,ბ" ტიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობის ზრდა ძირითადად ამბულატორიულ პაციენტების ხარჯზე მოხდა.

,,გრიპის ვირუსის საწყისი ნიშნებისას, რაც არის ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, კუნთებში მტვრევის შეგრძნება და მაღალი ტემპერატურა აუცილებლად მიმართეთ ოჯახის ექიმს. მაღალი რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ მოხუცები, ორსულები, ბავშვები და სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები." - გვითხრა ,,გორმედის" ექიმმა გია მღებრიშვილმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ითვლება.

პრეპარატ ტამიფლუს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, უფასოდ გაიცემა ორსულებსა და სოციალუირად დაუცველ პირებზე. პრეპარატის მისაღებად უნდა მიმართოთ გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და წარადგინოთ ექიმის მიერ დანიშნული რეცეპტი, ფორმა ასი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები