ახალი ამბები
გორის სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოებს 3 კომპანია ახორციელებს
გორის საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები  1 მარტს დაიწყო და  13 მარტამდე გაგრძელდება. 

სამუშაოებს 3 კომპანია ასრულებს: შპს"შონი", შპს"ექსპრეს დეზ უნივერსალი", "ეპიდ.ზედამხედველობის ცენტრი".

გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი აცხადებს, რომ სკოლების ნაწილმა  გენერალური დასუფთავების სამუშაოები თავისი ძალებითაც განახორციელა და დეზინფექციას ახლა პროფილურ კომპანიას ჩაატარებინებს.

,,თუ რომელიმე მასწავლებელს, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რაიმე სახის პრობლემა შეექმნა, მოგვმართოს რესურსცენტრში." - აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი.

2020 წლის 2 მარტიდან 14 მარტამდე, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლებში არდაგებები გამოცხადდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები