ახალი ამბები
გორში სპორტსმენებმა წვრთნები 10 მარტამდე შეწყვიტეს
გორის სპორტულ სკოლებში ვარჯიშები 10 მარტამდე შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების სააგენტოს ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, სკოლებში პრევენციული ღონისძიებები ტარდება, რომელიც კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაიგეგმა.

,,ღონისძიებების ფარგლებში, დღეს  სააგენტოში შემავალ სასპორტო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.  სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ზედამხედველობით და მათი თანამშრომლების უშუალო მონაწილეობით განხორციელდა" - აცხადებენ სააგენტოში.

პრეს-სამსახურის განცხადებით, სპორტსმენებმა საწვრთნელი პროცესი 2–დან 10 მარტამდე შეაჩერეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები