ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალში პრევენციის მიზნით იტალიიდან ჩამოსული სამხედრო მოსამსახურე მიიყვანეს
დღეს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, კორონავირუსთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგი აღარ გაიმართა. ამის საჭიროებას ადმინისტრაცია ამ ეტაპზე აღარ ხედავს.

საკარანტინო სივრცის მოწყობიდან (2 მარტი) დღემდე მოთავსებული 20-ვე პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. აქედან, 10 მათგანის ნიმუშზე უარყოფითი პასუხი უშუალოდ ლუგარის ლაბორატორიიდან მიიღეს.

დანარჩენი 10 პაციენტის მონაცემები საერთოდ არ გაგზავნეს შესამოწმებლად - განაცხადა გუშინ დავით ბარლიანმა, ჰოსპიტალის ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება 21-ე პაციენტს, სამხედრო პირი გუშინ იტალიიდან ჩამოვიდა და პრევენციის მიზნით სამხედრო ჰოსპიტალში მიიყვანეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები