COVID-19
კორონავირუსის ახალი 5 შემთხვევა დაკავშირებულია იტალიასთან - ამირან გამყრელიძე
,,ყველა ეს კონტაქტი არის დაკავშირებული იტალიასთან. აღებული ნიმუშებიდან 5 აღმოჩნდა დადებითი." - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, ეპიდომოლოგებმა იმუშავეს ეფექტურად.

,,ყველა ერთად გახლდნენ იტალიაში და დაბრუნდნენ კვირას საქართველოში. ეს გახლავთ ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები, ძირითადად, ოჯახური შემთხვევები." - განმარტა გამყრელიძემ.

მისი თქმით, იტალიიდან დაბრუნებულ მოქალაქეს აღმოაჩნდა კორონავირუსი. ეპიდომოლოგებმა გამოიკვლიეს ყველა ის ადამიანი, ვინც მასთან ერთად იყო იტალიაში. გამოკვლეული 25 ადამიანიდან 5 ადამიანის მონაცემები აღმოჩნდა დადებითი.

,,აქედან გამომდინარე, ქვეყანაში გვაქვს 9 შემთხვევა." - განაცხადა გამყრელიძემ.

2020 წლის 5 მარტამდე საქართველოში სულ დაფიქსირებული იყო 3 შემთხვევა. ყველა ეს შემთხვევა, გამყრელიძის ინფორმაციით, დამაკმაყოფილებელია.

,,მეოთხე შემთხვევა შედარებით საყურადღებია. მასზე მიმდინარეობს კლინიკური დაკვირვება. დანარჩენი 5 ადამიანიც მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში და მიმდინარეობს კლინიკური დაკვირვება.' - აღნიშნა გამყრელიძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები