ახალი ამბები
გორში მიწისქვეშა გადასასვლელებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქ გორის ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები მიწისქვეშა გადასასვლელებში ტარდება. კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა სპეციალისტები დღეს საღამოს დაიქირავეს.

ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები გორის ცენტრში არსებულ თითქმის ყველა მიწისქვეშა გადასასვლელში განხორციელდება.

5 მარტის მონაცემებით საქართველოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 9 შემთხვევა. კარანტინში იმყოფება 162 ადამიანი. დაკვირვების ქვეშ იმყოფება 25 პაციენტი. 
Print

სტატიის გამოყენების პირობები