ახალი ამბები
გორის საკარანტინო სივრცეში 21 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 21 პაციენტი იმყოფება. აქედან, ყველას ჯანმრთებლობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე კლინიკის დირექტორმა დავით ბარლიანმა განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით, არც ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო განსაკუთრებული ჩარევა არც ერთ პაციენტს არ ჭირდება.

21 პაციენტიდან 4 სამხედრო მოსამსახურეა, ხოლო 5 მოქალაქე - ირანელი.

21 პაციენტიდან ლუგარის ლაბორატორიაში მხოლოდ 10 მათგანის ნიმუში გაგზავნეს, საიდანაც უარყოფითი პასუხი მიიღეს. დანარჩენი პაციენტის მონაცემები საერთოდ არ გაგზავნეს შესამოწმებლად, რადგან ამის საჭიროება არ არსებობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები