ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 12 ადამიანი
7 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 12 ადამიანი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, შემთხვევიდან უმრავლესობა უკავშირდება იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტს, ხოლო ორია დაკავშირებული ირანში მოგზაურობის ისტორიასთან.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც იტალიიდან ჩამოსულ დაინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდა, მათზე ინტენსიურად მიმდინარეობს კვლევა.

„30 იანვრიდან მოყოლებული, ჩვენთან იყო 319 შესაძლო შემთხვევა, რომელიც ექვემდებარებოდა შესაბამის ლაბორატორიულ დადასტურებას. დღევანდელი მონაცემებით, ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევა. გუშინ ლუგარში გამოკვლეული იყო 39 შემთხვევა და აქედან 3 შემთხვევა არის დადებითი. ამ 12 შემთხვევის უმრავლესობა უკავშირდება იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტს, ხოლო 2 დაკავშირებულია ირანში მოგზაურობის ისტორიასთან. ინტენსიურად მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. იტალიურ კლასტერთან დაკავშირებით შესწავლილია 76 ადამიანი და 50 - ის შესწავლა მიმდინარეობს,“ - განაცხადა გამყრელიძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები