COVID-19
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რიცხვი 15-მდე გაიზარდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში, დაინფიცირებულთა რიცხვი 15-ს შეადგენს.

“ორი ახალი პაციენტიდან ერთი გახლავთ მეოთხე პაციენტის კლასტერში, ანუ მას ჰქონდა კონტაქტი იმ პირთან, რომელიც მეოთხე ინფიცირებული შემთხვევაა. მეორე დადასტურებული შემთხვევა ეს არის ესპანეთიდან ჩამოსული პირი, მაგრამ მას ხანგრძლივი და ხშირი კონტაქტები ჰქონდა იტალიელებთან, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ გეტყვით ეს შემოტანილი შემთხვევა შეიძლება ჩაითვალოს ესპანეთის შემთხვევად, თუ იტალიის შემთხვევად. ამას ამ წუთში ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მოხდება ახალი პაციენტების კონტაქტების მოკვლევა“, - აღნიშნავს ეზუგბაია.

15 პაციენტიდან, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა, 14 პირი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. სულ საავადმყოფოში 34 პაციენტი წევს. ტესტირება ჩაუტარდა 19 პირს, აქედან 2-თან დადასტურდა კორონავირუსი, 1-ის კვლევა ჯერჯერობით კიდევ გრძელდება.

„ვისთანაც უარყოფითი პასუხია მიღებული, ნელ-ნელა გადადიან საკარანტინო სივრცეიდან“, - აცხადებს ეზუგბაია.


Print

სტატიის გამოყენების პირობები