ახალი ამბები
გორის საკარანტინო სივრცეში ბულგარეთის 2 მოქალაქე მიიყვანეს - ირანის 4 მოქალაქე გაუშვეს
გორის საკარანტინო სივრცეში დაკვირვების ქვეშ 22 პაციენტი იმყოფება. 7 მარტს სახლში 4 პაციენტი გაუშვეს, გუშინ კი, - 2 მიიღეს. 

ჰოსპიტალის წარმომადგენლის განცხადებით, ახალი პაციენტები ბულგარეთის მოქალაქეები არიან.

,,სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება 22 პაციენტი, 4 სამხედრო მოსამსახურე, 4 ბულგარელი, 1 ირანელი." - განაცხადა სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა. 

მისი ინფორმაციით, საკარანტინო სივრცე 4 ირანელმა დატოვა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 9 მარტს, საქართველოში კოროვანირუსის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში, დაინფიცირებულთა რიცხვი 15-ს შეადგენს.

“ორი ახალი პაციენტიდან ერთი გახლავთ მეოთხე პაციენტის კლასტერში, ანუ მას ჰქონდა კონტაქტი იმ პირთან, რომელიც მეოთხე ინფიცირებული შემთხვევაა. მეორე დადასტურებული შემთხვევა ეს არის ესპანეთიდან ჩამოსული პირი, მაგრამ მას ხანგრძლივი და ხშირი კონტაქტები ჰქონდა იტალიელებთან, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ გეტყვით ეს შემოტანილი შემთხვევა შეიძლება ჩაითვალოს ესპანეთის შემთხვევად, თუ იტალიის შემთხვევად. ამას ამ წუთში ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მოხდება ახალი პაციენტების კონტაქტების მოკვლევა“, - აღნიშნავს ეზუგბაია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები