ახალი ამბები
იტალიიდან დაბრუნებული ქალი, რომლის საზოგადოებაში გამოჩენას განგაში მოყვა, თვითიზოლაციაშია
იტალიიდან ჩამოსული ქალი, რომლის გამოჩენას გორის ქუჩებში განგაში მოყვა, თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ მის შესახებ qartli.ge-ს დაავადებათა ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის წარმომადგენელმა ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ქალბატონი ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებს და არ დაურღვევია წესები.

8 მარტს საღამოს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული პიროვნება იმყოფებოდა გარეთ. სოციალური ქსელის მომხმარებელი წერდა, რომ გასატარებელი იყო შესაბამისი ზომები:

qartli.ge დაუკავშირდა პოსტის ავტორს, რომელიც აცხადებს, რომ იტალიიდან ჩამოსული ქალბატონი ნამდვილად გახლდათ გარეთ და გადაღებული აქვსს ფოტოც, თუმცა არ მოგვაწოდა.

საქმე იმაშია, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოში დაინფიცირებულ პირთა უმრავლესობა იტალიიდან ჩამოვიდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები