ახალი ამბები
გორში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა
გორში, იტალიიდან ჩამოსულთა რაოდენობა, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან, 21-მდე გაიზარდა. ამის შესახებ qartli.ge - ს დაავადებათა კონტროლის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, 21 პირიდან 2-ს აღენიშნებოდა COVID-19 ის სიმპტომები და გადაყვანილი არიან გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

გორის ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 25 ადამიანი, აქედან 6 სამხედრო პირია. ,,ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია." - აცხადებენ ჰოსპიტალში.

შეგახსენებთ, გუშინ, თვითიზოლაციაში გორსა და გორის რაიონში 17 პირი იმყოფებოდა.

,,ნაწილი ჩვენ მოვიძიეთ, ნაწილის მონაცემები კი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცენტრალური ოფისიდან მოგვაწოდეს" - აცხადებს ქორჩაშვილი.

კასპში თვითიზოლაციაში მყოფ 5 პირს საკარანტინო ვადა გაუვიდა და ისინი აღარ იმყოფებიან თვითიზოლაციაში. ასევე ქარელში მყოფ ერთ პირსაც გაუვიდა საკარანტინო ვადა, ხოლო ხაშურში 4-ის ნაცვლად 6 პირი რჩება თვითიზოლაციაში.

,,ყველა მათგანი იმყოფება დაკვირვების ქვეშ და გადიან ყოველდღიურ შემოწმებას დაავადებათა კონტროლის სამსახურის მიერ. შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსის დადასტურებული სულ 15 შემთხვევა გვაქვს." - განმარტა ქორჩაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები