ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ეს ადამიანები კვლავ იმ ჯგუფებს უკავშირდება, რომლებიც იტალიაში მოგზაობრდნენ.

,,1 პაციენტი არის პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში იტალიიდან ჩამოსულ #5 პაციენტთან, როგორც ხელოსანი. ფული აიღო თავის საქმეში და ივარაუდა, რომ აქედან გადაედო. თუმცა ძნელი სათქმელია ფულით გადაედო თუ ხელის ჩამორთმევით" - განაცხადა ცერცვაძემ.

5 პაციენტი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში, რადგან იტალიაში მოგზაურობდნენ #2 პაციენტთან ერთად.

დანარჩენი 2 პაციენტი იმყოფება დასავლეთ საქართველოში.

,,ფაქტობრივად, ჩვენ საქმე გვაქვს 2 ჯგუფთან, რომლებმაც იმოგზაურეს იტალიაში." - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღეს ლუგარის ლაბორატორიაში 47 ნიმუში გაიტესტა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები