ახალი ამბები
27 პაციენტია გორის საკარანტინო სივრცეში
ორი დღეა გორის საკარანტინო სივრცეში უცვლელია. ჰოსპიტალის წარმომადგენლის ცნობით, 9 მარტის შემდეგ, ბრიფინგის ჩატარების საჭიროება არ არსებობს.

9 მარტის მონაცემებით, დაკვირვების ქვეშ 22 პაციენტი იმყოფება. 7 მარტს სახლში 4 პაციენტი გაუშვეს, 8 მარტს კი, - ახალი 2 პაციენტი მიიღეს.

ჰოსპიტალის წარმომადგენლის განცხადებით, ახალი პაციენტები ბულგარეთის მოქალაქეები არიან.

,,სამხედრო ჰოსპიტალში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 22 პაციენტი, ამათგან 4 სამხედრო მოსამსახურე, 4 ბულგარელი, 1 ირანელია." - განაცხადა სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა.

მისი ინფორმაციით, საკარანტინო სივრცე 4-მა ირანელმა დატოვა.

10 მარტს საღამოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის 23 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები