COVID-19
გორის ორ სკოლაში ცეკვის სტუდიების ხელმძღვანელებს დარბაზები დაატოვებინეს
გორის ორ სკოლაში ცეკვის სტუდიების ხელმძღვანელებს დარბაზები დაატოვებინეს. ამის შესახებ qartli.ge-ს რესურსცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა. 

მისი თქმით, ცეკვის ორი სტუდიის ხელმძღვანელმა რეპეტიციების ჩატარება მოისურვა. სკოლის ხელმძღვანელებმა შენობები დაატოვებინეს.

,,სკოლებში აქვთ ნაქირავები ცეკვისა თუ სხვა ნებადართული საქმიანობისთვის და მეტი პასუხისმგებლობა არ გვაწყენს არავის. რეკომენდაციები ყველას ეხება." - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსთან დაკავშირებით, სკოლებში სასწავლო 16 მარტამდეა შეჩერებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები