ახალი ამბები
გორის ავტოსადგურში დეზინფექცია თვეში ერთხელ ჩატარდება
გორის ავტოსადგურში დეზინფექცია თვეში ერთხელ ჩატარდება. ამის შესახებ კომპანია შ.პ.ს "ბუქო777"- ის დირექტორმა ზურაბ ჩეჩელაშვილმა განგვიცხადა.

მისი განმარტებით, სადეზინფექციო სამუშაოები ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ყველა ავტობუსს, მიკროავტობუსს, ამასთანავე სკოლების ტრანსპორტს ჩაუტარდა.

,,7 მარტს საღამოს საათებში, როდესაც ყველა სატრანსპორტო საშუალებამ დაასრულა მუშააობა, გამოვიძახეთ შესაბამისი კომპანია, რომელმაც სრულიად ყველა მიკროავტობუს და ავტობუსს ძლიერი საშალებით სადენზინფექციო სამუშაოები ჩაუტარა. 1 საათის განმავლობაში მანქანები უნდა ყოფილიყო სრულიად დაკეტილი, ხოლო მომდევნო 3 საათი სრულიად ღია მდგომარეობაში დავტოვეთ, რომ განიავებულიყო. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გავაკეთეთ. სადეზინფექციო კომპანიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ მინიმუმ 1 თვის განმავლობაში არანაირი სხვა სადენზიფექციო სამუშაოები არ არის საჭირო.“ - აცხადებს ზურაბ ჩეჩელაშვილი.

ასევე ვკითხეთ, თუ როგორია ტრანსპორტში ხალხის რაოდენობა და როგორი დატვირთვით დადის ?

-„როდესაც დილის საათებში ყველა ქალაქში მოდის, ზოგი სამსხურში, ზოგი სავაადმყოფოში, ბანკში და ა.შ.. მაშინ არის სავსე და ტრანსპორტში ფეხზე დგომაც უწევთ. ამას ვერ ვუკრძალავთ, იმიტომ, რომ ხალხს არ აქვს ტაქსის ფული. ხოლო დღის მეორე და მესამე ნახევარში ხალხი იფანტება და ტრანსპორტი სრული დატვირთით არ დადის". - განმარტავს ზურაბ ჩეჩელაშვილი.

შეგახსენებთ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმდინარეობს ქვეყნის მაშტაბით სადენზიფექციო სამუშაოები, სკოლებში, კერძო და საჯარო სამსახურებში, ტრანსპორტში და ყველა თავშეყრის ადგილას.
ამ დროისთვის საქართველოში ვირუსის 23 შემთხვევა დადასტურებული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები