კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, ხაშურის
მუნიციპალიტეტის მერია დროებით, 11 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით
ზღუდავს მოქალაქეთა მიღებას.
ამის შესახებ განცხადებას მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.
,,სხვადასხვა საკითხებით დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ
განცხადებები ჩვეულებრივ ჩააბარონ მოქალაქეთა მიღების ბიუროში -
ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე (ხაშური, ტაბიძის ქ. N2)
ყოველ სამუშაო დღეს 9-დან 18 საათამდე, დარეკონ ტელეფონზე: 24 21 35,
ან დაგვიკავშირდნენ ელექტრონული ფოსტის საშუალებით:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
" - აღნიშნულია განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები