ახალი ამბები
გორის ეკლესიებში დეზინფექციის ჩატარების ზუსტი დრო ჯერ დადგენილი არაა
საქართველოს საპატრიარქომ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა თხოვნით, რათა კორონავირუსის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაში დაეხმაროს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეკლესიებს შესაბამისი პრეპარატებით, ბიზნესმენები დაეხმარებიან.

ამ საკითხთან დაკავშირებით, qartli.ge დაუკავშირდა გორის ეპარქიის წარმომადგენელს დედა მარიამს (ცეცილია). მისი განმარტებით, გორის ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების ზუსტი დრო ჯერ ცნობილი არაა:

,,დღეს მეუფე თბილისში, საპატრიარქოში იმყოფება. დაბრუნდება საღამოს, ვისაუბრებთ ამ თემაზე და პასუხი ხვალ გვეცოდინება" - გვითხრა დედა მარიამმა (ცეცილია).
Print

სტატიის გამოყენების პირობები