ახალი ამბები
დე-ფაქტო რესპუბლიკაში დაკვირვების ქვეშ 17 ადამიანი იმყოფება
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, კორონავირუსთან დაკავშირებით, 17 მოქალაქეს აკვირდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.

ცხინვალის მედიას მონაცემები დე-ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ მიაწოდა. მისი ხელმძღვანელის, მარიამ კოჩიევას განცხადებით, 17 მოქალაქიდან
11 ადამიანი ახალგორის რაიონში ცხოვრობს, ხოლო დანარჩენი 6 - ცხინვალში.

11 მოქალაქე ახალგორში ე.წ. საზღვრის ჩაკეტვამდე შევიდა. ამათგან, ერთ-ერთი ადამიანი პირდაპირ მოსაბრუნის საგუშაგოდან წაიყვანეს საავადმყოფოში.

რაც შეეხება დანარჩენ 6 მოქალაქე, მათგან:

ორი ადამიანი დედა-შვილია, რომლებიც ცხინვალში, წითელი ჯვრის მეშვეობით, შეუშვეს. კიდევ ორი მათგანი არაბეთიდან დაბრუნდა.

ხოლო დანარჩენი ორი მოქალაქე - ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის გავლით, საქართველოდან ჯერ რუსეთში, შემდეგ ცხინვალში ჩავიდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები