ახალი ამბები
სახელმწიფო უწყებები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავლენ
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო უწყებებს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლას ურჩევენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში პანდემიის გამოცხადების შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოქალაქეებს ურჩევს, მოერიდნონ თავშეყრის ადგილებს.

„საქართველოს მთავრობას და ყველა სახელმწიფო უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში, გადავიდნენ დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში გადაყვანილი. ასეთი რეკომენდაცია ეძლევა ყველა კერძო სტრუქტურას და ყველა კერძო ორგანოს. რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობისა და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას”, - განაცხადა გახარიამ.

როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, ამ ნაბიჯმა მთავრობის ეფექტურ მუშაობას ხელი არ შეუშალოს.

გახარიამ აღნიშნა, რომ თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვაში პრობლემებია.

,,თვითიზოლაციაში მყოფ პირებს აქვთ გარკვეული ვალდებულება, ამიტომ მათი მხრიდან ამ რეჟიმის დაცვა სამოქალაქო პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ვავალებ შს სამინისტროს, რათა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად კოორდინირებულად იმუშაონ ამ მიმართულებით." - განაცხადა გახარიამ.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები