ახალი ამბები
გორის საკარანტინო სივრცეში 34 პაციენტი იმყოფება
12 მარტის მონაცემებით, გორის საკარანტინო სივრცეში დაკვირვების ქვეშ 34 პაციენტი იმყოფება. 30 საქართველოს მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეებს შორის, 7 სამხედრო მოსამსახურეა.

კორონავირუსთან დაკავშირებით, ეჭვი აღებულია 2 მოქალაქეზე, ველოდებით პასუხებს.

,,ძირითადა, გამოხატულია დაბალი ტემპერატურა, განსაკუთრებულ შემთხვევებს ადგილი არა აქვს. ახლო მომავალში იგეგმება იმ პაციენტების გაწერა, რომლებსაც შეუსრულდა 14 დღე" - განაცხადა ბარლიანმა.

9 მარტის შემდეგ მას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. 9 მარტს დაკვირვების ქვეშ 22 პაციენტი იმყოფებოდა..
Print

სტატიის გამოყენების პირობები