ახალი ამბები
გორში თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა იკლებს
გორში, დღეის მონაცემებით თვითიზოლაციაში 16 ადამიანი იმყოფება. 8 პირს თვითიზოლაციის პერიოდი დაუმთავრდა, 4 პირი კი, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

ამის შესახებ qartli.ge - ს დაავადებათა კონტროლის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა ქორჩაშვილმა აცნობა.

ოთხი პირი გადაყვანილია გორის სამხედრო ჰოსპიტალში და არის ექიმების დაკვირვების ქვეშ. ორი ადამიანის ნიმუში აღებულია და გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში.

რაც შეეხება შიდა ქართლის რეგიონის სხვა ქალაქებს. ხაშურში თვითიზოლაციაში იმყოფება ხუთი პირი, ხოლო ქარელში ორი.

თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ყოველდღიურ რეჟიმში ამოწმებს დაავადებათა კონტროლის სამსახური.

შეგახსენებთ, რომ კორონა ვირუსი ჩვენს ქვეყანაში პირველად 29 თებერვალს დაუდასტურდა პირს, რომელიც იმყოფებოდა ირანში და აზერბაიჯანის გავლით შემოდიოდა საქართველოში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები