ახალი ამბები
გორის ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების ვადა კვლავ დადგენილი არ არის
გორის ეპარქია გაითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და ეკლესიებში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ამის შესახებ Qartli.ge_ს გორის ეპარქიის წარმომადგენელმა დედა მარიამმა (ცეცილია) აცნობა.

„როცა სახელმწიფო მოგვცემს რეკომენდაციებს და საპატრიარქოდან გვექნება კურთხევა, მას შემდეგ ეკლესიები დამუშავდება სველი წესით დღეში 2-ჯერ. სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდება ეკლესიის შესასვლელი, კარი და სახელურები, სველი წერტილები, ფანჯრები. ეს ის ადგილები, სადაც მრევლს უწევს შეხება.“- განაცხადა დედა მარიამმა.

რაც შეეხება ღვთისმსახურებას, მისი განმარტებით, არაფერი შეიცვლება და ზიარებაც ჩატარდება ჩვეული წესით.

„სადეზინფექციო სამუშაოებს ეპარქია ჩაატარებს საკუთარი ხარჯებით.“- დასძინა ეპარქიის წარმომადგენელმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები