ახალი ამბები
გორის საკარანტინო სივრცე 8 პაციენტმა დატოვა
გორის საკარანტინო სივრცით 57-მა პაციენტმა ისარგებლა, აქედან 8 პაციენტი უკვე გაწერეს.

დღეის მდგომაორებით, გორის საკარანტინო სივრცეში იმყოფება 49 პაციენტი.

დაარსებიდან დღემდე, (2 მარტიდან 13 მარტამდე) საკარანტინო სივრცით სულ 57-მა პაციენტმა ისარგებლა. აქედან 8 პაციენტი უკვე გაწერეს.

57 პაციენტიდან საეჭვოდ მიიჩნიეს 20 პაციენტის მდგომარეობა, თუმცა მათ ტესტებზე უარყოფითი პასუხია მიღებული.

ლუგარიის ლაბორატორიაში გაგზავნილი გუშინდელი ორი ტესტიდანაც უარყოფითი პასუხი მოვიდა. დღეს დამატებით კიდევ 4 ტესტი გადაგზავნეს.

გორის ჰოსპიტალში მათ პასუხებს დღის ბოლომდე მიიღებენ.

,,ამჟამად, ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ხვალ და ზეგ იმ პაციენტებს გავწერთ, რომელთაც საკარანტინო ვადა გაუვიდა" - განაცხადა საავადმყოფოს დირექტორმა დავით ბარლიანმა.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები