ახალი ამბები
,,ავოიე, ევროპა!" - გორის მეხუთე სკოლის დირექტორის განცხადება
გორის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ ქარელი დასავლეთ ევროპას სოციალურ ქსელით მიმართავს. ამის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში დღეს დილით გამოაქვეყნა.

ზურაბ ქარელის თქმით, საქართველომ ჭკუა უნდა დაარიგოს დასავლეთ ევროპას. ამ განცხადებაში სამოქალაქო აქტივისტები მიმართვის ფორმას უწუნებენ:

,,ავოიე, ევროპავ, ვინ უკეთესი ორგანიზებულობა გამოავლინა, საქართველომ თუ თქვენ? თურმე, ვინ ვის უნდა არიგებდეს ჭკუას" - წერს სკოლის დირექტორი.

ზურაბ ქარელი, გორის მე-5 სკოლის დირექტორად დაინიშნა 2018 წლის ოქტომბერში. ის 2016 წელს, განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე, გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლეს.

ზურაბ ქარელი გორის რესურსცენტრის უფროსად 2013-2016 წლებში მუშაობდა. შიდა აუდიტის დასკვნის მიხედვით, რომელიც 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, იგი არაჯეროვნად ასრულებდა მოვალეობას, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა, თანაც განმეორებითი სახის დარღვევებს.

,,ვინაიდან ინსპექტირების დროს გამოვლინდა სხვადასხვა ხასიათისა და სიმძიმის ფინანსური და განათლების სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების დარღვევის ფაქტები, რიგ მათგანს სისტემური/განმეორებითი ხასიათი აქვს და თანხების რაიციონალური ხარჯვის პრინციპს არღვევს, მიუთითებს იმაზე, რომ რესურსცენტრის უფროსი ვერ უზრუნველყოფს რესურსცენტრის საქმიანობის კანონშესაბამისობისა და სათანადო ხელმძღვანელობას" - აღნიშნულია დასკვნაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები