ახალი ამბები
კიდევ 6 უარყოფითი პასუხი - გორის საკარანტინო სივრცეში 21 ნიმუშზე კორონავირუსი არ დადასტურდა
გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 6 ნიმუშიდან კორონავირუსი არცერთს  დაუდასტურდა. აქედან 2 გაგზავნილი იყო განმეორებით.

ჰოსპიტალის ადმინისტრაციის ცნობით, 2 მარტიდან დღემდე სულ 21 ნიმუში იქნა ლაბორატორიაში გაგზავნილი და ყველა უარყოფითია.

დღეისთვის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სუვრცეში 49 პაციენტია მოთავსებული. აქედან 45 საქართველოს მოქალაქე, რომელთა შორის 10 სამხედრო მოსამსახურეა, ხოლო 4 აზერბაიჯანისა და ბულგარეთის მოქალაქე.

,,საკარანტინო სივრცეში მოთავსებული ყველა სუბუექტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გართულებების და განსაკუთრებული ჩარევის საჭიროების გარეშე." - განაცხადეს ჰოსპიტალში.

დღემდე ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცე 10 სუბიექტმა დატოვა.

ქვეყნის მასშტაბით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 30-ია.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 418 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 54 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები