ახალი ამბები
გორის საკარანტინო სივრცეს კიდევ 3 ადამიანი დატოვებს
იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღეა, გორის საკარანტინო სივრცეს ტოვებს, კიდევ 3 მიემატება. ამის შესახებ გორის ჰოსპიტალის ადმინისტრაციიდან გვაცნობეს.

საკარანტინო სივრციდან, სადაც დაკვირვების ქვეშ, 55 პირი იმყოფება, გაეწერებიან 2 სამხედრო მოსამსახურე და 1 მოქალაქე. ჯამში გაწერილ პაციენტთა რაოდენობა 13-ს მიაღწევს.

გორის ჰოსპიტალში დაკვირვების ქვეშ 55 ადამიანია მოთავსებული, გუშინ ეს ციფრი 49-ს შეადგენდა.

,,55 ადამიანიდან 51 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო 4 - უცხო ქვეყნის მოქალაქე. რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობას, გაწერამდე მათი რაოდენობა 12-ს შეადგენს" - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

,,ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დრომდე, საკარანტინო ზონაში კორონავირუსის არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა." - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულია 30 მოქალაქე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები