ახალი ამბები
გორის ქუჩები აკურთხეს - სტიქაროსნებმა ასაკოვანი ადამიანების დასახმარებლად ცხელი ხაზი აამოქმედეს
დღეს მეუფე ანდრიას წინამძღოლობით სასულიერო პირებმა ქუჩები მოიარეს და აკურთხეს ქალაქი. მანამდე, კორონავირუსთან დაკავშირებით, ეპარქიის მღვდელმთავარმა საკათედრო ტაძარში იქადაგა.

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ზიარების არსი და წესი დეტალურად განმარტა. 

იქიდან გამომდინარე, რომ ვირუსი უფრო მეტად ასაკოვან და შეზღუდული შესაძლებლობის პირებში ვრცელდება, კურთხევა გასცა იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა სტიქაროსნებმა შექმნან ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც დაესაქმებიან მოხუც ან ავადმყოფ ადამიანებს.

მრევლს კურთხევა მისცა ილოცონ დაავადებული ადამიანებისთვის. როგორც ცნობილია, საქართველოს ეკლესია მის მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავოს საზღვარგარეთ წასვლისაგან, მათ შორის მოსალოცად, და ურჩევს ყველას, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ნუ გაემგზავრებიან საქართველოდან; ხოლო გაზრდილი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულებმა განსაკუთრებით უნდა დაიცვან იზოლაციის წესი;

პასუხისმგებლობით უნდა მოიქცნენ ისინიც, რომელნიც გრიპით ან გრიპის მსგავსი ვირუსით არიან დაავადებულნი და სახლებში დარჩნენ. სურვილის შემთხვევაში მათ მოძღვარი ბინაზე აზიარებს.

ხშირად უნდა გამოიყენონ ნაკურთხი წყალი, როგორც დასალევად (უზმოზე), ასევე საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის საპკურებლად.

,,შეგახსენებთ იმასაც, რომ გულში შეძლებისდაგვარად თქვათ “იესოს ლოცვა,“ ან მოკლედ - ,,უფალო შემიწყალე.“ როგორც წესი, საკვების მიღების წინ და შემდგომაც უნდა ითქვას შესაბამისი ლოცვა და საჭმელს ჯვარი გადაესახოს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირადი ჰიგიენის დაცვას და, ზოგადად, სისუფთავეზე ზრუნვას." - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები