ახალი ამბები
გორში ,,კაფე 22" დისტანციურ მუშაობაზე გადადის
16 მარტიდან გორში "Cafe 22"ი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების შესამცირებლად, დისტანციურ მუშაობაზე გადავა.

22 მარტის ჩათვლით მომხმარებელს მხოლოდდამხოლოდ " Take Away " (,,თან წაიღეს") პრინციპით მუშაობას სთავაზობს.

,,აღნიშნულ პერიოდში მომხმარებელს კაფეში დაჯდომის შესაძლებლობა არ ექნება. თუმცა შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეუკვეთონ სასურველი ნაწარმი, რომელსაც მიტანის სერვისი  Mimtani.ge მომხმარებელს სახლში მიუტანს. უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს კაფის სამზარეულო/ ბარი" - აღნიშნავს ,,კაფე 22"-ის წარმომადგენელი შმაგი ბერუაშვილი. 

რაც შეეხება მზა პროდუქტების ბულანჟერიას (ჯიხურს), აქ ნებისმიერ დროს, მზა პროდუქციის შეძენა დისტანციური მეთოდით შესაძლებელია.

,,ჩვენ გორელი ხალხი ვართ, ვისაც უყვარს შეკრებები, ჩვენ ერთად ცხოვრება გვიყვარს ... შესაძლოა, კიდევ უფრო მეტადაც კი, როდესაც შიში ვრცელდება. ვხედავთ ძალიან ბევრ ადამიანს კაფეებსა და რესტორნებში. ჩვეულებრივ დროს ეს სიამოვნებას მანიჭებდა, რადგან ეს არის გორი, რომელიც ყველას გვიყვარს....მაგრამ მომდევნო რამდენიმე კვირის მანძილზე, ეს არ არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ." - ამბობს შმაგი ბერუაშვილი.

იხ. ამავე თემაზე:

გორში ,,ზღაპრის" კაფეებიდან საკვებს მხოლოდ სახლში წაიღებენ
Print

სტატიის გამოყენების პირობები