ახალი ამბები
გორში თვითიზოლაციის რეჟიმიდან 13 პირი განთავისუფლდა - დარჩა 8 მოქალაქე
დღეის მდგომარეობით, შიდა ქართლიდან თვითიზოლაციის რეჟიმში 16 ადამიანი იმყოფება. აქედან გორში - 8 პირი. 13 ადამიანი ამ რეჟიმისგან განთავისუფლდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის ოფისის ხელმძღვანელმა ეკა ქორჩაშვილმა გვითხრა, რომ გორსა და გორის რაიონში თვითიზოლაციის რეჟიმს სულ 21 მოქალაქე იყო დაქვემდებარებული.

„პირებს, რომლებიც დღემდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, საინკუბაციო პერიოდი ამოეწურთ. დღეის მონაცემებით კი, თვითიზოლაციაში 8 ადამიანი იმყოფება, რომელიც გადის ყოველდღიურ შემოწმებას“ - გვითხრა ეკა ქორჩაშვილმა.

შიდა ქართლის მასშტაბით, თვითიზოლირებულთა მონაცემები ასეთია:

ხაშურში - 7 ადამიანი, ქარელში- 1 ადამიანი, ხოლო კასპში 1 პირი იმყოფება თვითიზოლაციის რეჟიმში.

რაც შეეხება გორის სამხედრო ჰოსპიტალს 51 ადამიანი იმყოფება სტაციონარში. აქედან 12 სამხედრო მოსამსახურეა.

„ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს 2 ადამიანის ნიმუშია გადაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში და ველოდებით პასუხებს“ განაცხადა ქორჩაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რისკჯგუფებში შემავალ ქვეყნებს დაემატა დანია, შვეიცარია და ნორვეგია. ამ ქვეყნებიდან ჩამოსულ, საქართველოს მოქალაქეებს, მოუწევთ სავალდებოლო ორ კვირიანი კარანტინის გავლა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები