ახალი ამბები
გორის საკარანტინო სივრციდან 11 პაციენტს გაწერენ
დღეის მდგომარეობით გორის საკარანტინო სივრცეში 27 ადამიანი იმყოფება. 52 ადამიანიდან 25 პაციენტი თვითიზოლაციის რეჟიმში სხვადასხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სახლში კი 11 ადამიანს გაწერენ. ჯამში სახლში გაწერილ პაციენტთა რიცხვი 24-ს მიაღწევს. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე გორის ჰოსპიტალის დირექტორმა, დავით ბარლიანმა განაცხადა.

,,,,გორის სამხედრო ჰოსპიტალი განაგრძობს მშვიდ სიტუაციაში მუშაობას. იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ ინფიცირებლ პაციენტებს, აქედან გამომდინარე მოხდა მყისიერი რეაგირება ჯანდაცვის სამინისტოსთან კორდინაციით და გუშინ გადაყვანილი იქნა 25 პაციენტი სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში. გამოვათავისუფლეთ ინფექციური ბლოკი, სადაც შეიძლება განთავსდეს ინფიცირებული პაციენტები. ამ ეტაპზე არ მიგვიღია ინფიცირებული პაციენტი. ამ დღეების განმავლობაში იქნა აღებლი ანალიზები, ყველა უარყოფითია და არ ფიქსირდება ჩვენთან კორონა ვირუსი, ვიმყოფებით მოლოდინის რეჟიმში. დღეს საკარანტინო სივრცეში 27 პაციენტი რჩება, აქედან 11 სამხედრო პირია, 11 პირს ამოეწურა საინკუოაციო პერიოდი და გაეწერება ბინაზე. ნებისმიერი პაციენტი, რომელიც ჩვენან შემოვა, ეს შეიძლება იყოს საეჭვო შემთხვევა, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ, ანდა დადგენილი შემთხვევა, რომელსაც ჩვენ ვუმკურნალებთ. გუშინ საღამოს შემოიყვანეს 1 მოქალაქე."- ამბობს ჰოსპიტალის დირექრორი, დავით ბარლიანი." - აღნიშნა ბარლიანმა.

გუშინ საკარანტინო სივრცეში, სადაც დაკვირვების ქვეშ 55 პირი იმყოფებოდა, 3 ადამიანი გაწერეს.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა 33 მოქალაქეს დაუდგინდა.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები