ახალი ამბები
,,მადლიერების ტაში" - სამედიცინო პერსონალს დაუღალავი ზრუნვისთვის
,,შემოგვიერთდით და ერთად ვუთხრათ მადლობა სამედიცინო პერსონალს ჩვენს ჯანმრთელობაზე დაუღალავი ზრუნვისთვის!" - ეს მიმართვა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ 18 მარტს, 21:00-ზე, მთელს საქართველოში, გავიდნენ აივნებზე:

,,გავაღოთ ფანჯრები და ტაში დავუკრათ ჩვენს სამედიცინო პერსონალს, რადგანაც ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ!" - აღნიშნულია ტექსტში.

მსგავსი სახის აქციები იტალიასა და ესპანეთში 14 მარტს გაიმართა. ეს ის ქვეყნებია, სადაც კორონავირუსის ეპიდემია ყოველდღიურად იზრდება, სამედიცინო პერსონალის დასახმარებლად მოქალაქეთა ჩართულობა გახდა საჭირო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები