ახალი ამბები
გორში სასტუმრო ,,ვიქტორიას" საკარანტინო სივრცისთვის გამოიყენებენ
საჭიროების შემთხვევაში გორში სასტუმრო ,,ვიქტორიას" საკარანტინო სივრცისთვის გამოიყენებენ. სასტუმროს მეპატრონემ ზურაბ წკრიაშვილმა მერიას უკვე მიმართა.

გორის მერის, კოტე თავზარაშვილის თქმით, შეთავაზება მიღებულია.

15 მარტამდე გორის საკარანტინო სივრცედ ძირითადად ჰოსპიტალი გამოიყენებოდა. ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გუშინ 52 ადამიანიდან 25 პაციენტი სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში გადაგზავნეს. დარჩენილი 27 პაციენტიდან კი, 11 მოქალაქეს დღეს გაწერენ.

,,გამოვათავისუფლეთ ინფექციური ბლოკი, სადაც შეიძლება განთავსდეს ინფიცირებული პაციენტები. ამ ეტაპზე არ მიგვიღია ინფიცირებული პაციენტი. ამ დღეების განმავლობაში იქნა აღებლი ანალიზები, ყველა უარყოფითია და არ ფიქსირდება ჩვენთან კორონა ვირუსი, ვიმყოფებით მოლოდინის რეჟიმში." - აღნიშნა ბარლიანმა.

საქართველოში კორონავირუსით 33 მოქალაქეა დაინფიცირებული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები