ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალის საკარანტინო სივრციდან 25 ადამიანი გუდაურში გადაიყვანეს
25 ადამიანი, რომელიც გორის ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, სამთო კურორტზე, გუდაურში გადაიყვანეს. დანარჩენი 26-დან კი, 8 სახლში გაწერეს.

,,რჩება 18 პაციენტი. მათ შორის, ერთი პიროვნება სამცხე-ჯავახეთიდან. ის ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იმყოფებოდა. ჩვენი დაკვირვების ქვეშ მყოფი ყველა პირი თავს გრძნობს სტაბილურად." - გვითხრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ეკა ქორჩაშვილმა.

,,გამოვათავისუფლეთ ინფექციური ბლოკი, სადაც შეიძლება განთავსდეს ინფიცირებული პაციენტები. ამ ეტაპზე არ მიგვიღია ინფიცირებული პაციენტი. ამ დღეების განმავლობაში იქნა აღებლი ანალიზები, ყველა უარყოფითია და არ ფიქსირდება ჩვენთან კორონა ვირუსი, ვიმყოფებით მოლოდინის რეჟიმში. "- აღნიშნა გორის ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა.

რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფე პირებს, მისი ინფორმაციით, 16 მარტს, თვითიზოლაში რეგიონის მასშტაბით 25 პირია მოთავსებული:

აქედან წესების დარღვევის გამო 3 ადამიანი გადაიყვანეს იძულებით კარანტინში. კასპში 3 მოქალაქე იმყოფება თვითიზოლაციის რეჟიმში, ხოლო ხაშურში - 7. ქარელში - 6.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები