ახალი ამბები
გორში სუპერმარკეტების ქსელში ფასებს ამოწმებენ
გორში არსებულ სუპერმარკეტების ქსელში ფასებს მონიტორინგს ახორციელებენ. შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი დღეს დილით ,,მაგნიტის" ქსელში იმყოფებოდა.

კონკრეტულად, რა ცვლილებებს ხედავს, ამის შესახებ კომენტარი არ გააკეთა. გარდა ამისა, სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომელი საკვების დეფიციტის შესახებ მონაცემებსაც აგროვებს.

შეგახსენებთ, კორონავირუსთან დაკავშირებით, მაღაზიებში სასურსათო პროდუქტებზე მოთხოვნა გაიზარდა. ამის გამო, მთავრობის მეთაური გიორგი გახარია სუპერმარკეტების მფლობელებს შეხვდა:

,,არის მოლოდინი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, რისიც არანაირი საფუძველი დღეის მდგომარეობით ჩვენ არ გვაქვს, არ ვაპირებთ. ჩვენი ამოცანა დღეს მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ მაქსიმალურად დაგეხმაროთ. როგორც ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში, ასევე შემოსავლების სამსახურთან და ქსელებთან ურთიერთობებში. მთლიანად მთავრობის ინფრასტრუქტურა მზად არის, რომ მოგეხმაროთ, ოღონდ პროდუქტი უნდა იყოს თაროზე თავის დროზე საკმარისი რაოდენობით და შესაბამისი ფასით დღევანდელ გამოწვევებთან", - განაცხადა გიორგი გახარიამ მათთან შეხვედრის დროს.




 

Print

სტატიის გამოყენების პირობები