ახალი ამბები
გორის საკარანტინო სივრცეში აეროპორტიდან 35 ადამიანი მიიყვანეს
გორის საკარანტინო სივრცეში წუხელ 35 ადამიანი მიიღეს. ისინი გორის ჰოსპიტალში პირდაპირ აეროპორტიიდან მიიყვანეს.

ჰოსპიტალის დირექტორი დავით ბარლიანის განცხადებით, საეჭვო შემთხვევა 6 ადამიანს აღენიშნება, თუმცა ეს სი,მპტომები მსუბუქადაა გამოხატული.

,,35 - დაინ 6 საეჭვო შემთხვევაა, სიმპტომები ძალიან მსუბუქად არის გამოხატული. ზოგიერთ მათგანს დაბალი ტემპერატურა აქვს. მოყვანილებს შორის 4 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. " - განაცხადა ბარლიანმა.

ამ დროისათვის გორის საკარანტინო სივრცეში 55 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში, კორონავირუსის დადასტურებელი შემთხვევების რაოდენობამ მიაღწია 38-ს;

კარანტინის რეჟიმში -1130 ადამიანი, ხოლო სტაციონარში იმყოფება - 81 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები