ახალი ამბები
დააკავეს კიდევ 28 პირი - იძულების წესით კარანტინში გადაყვანილ პირთა რაოდენობა 99-მდე გაიზარდა
17 მარტს, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 28 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

თბილისში, იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის , მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის , სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 99 ადამიანია გადაყვანილი.

,,საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს." - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

საქართველოში, კორონავირუსის დადასტურებელი შემთხვევების რაოდენობამ მიაღწია 38-ს;

კარანტინის რეჟიმში -1130 ადამიანი, ხოლო სტაციონარში იმყოფება - 81 ადამიანი

იხ. ამავე თემაზე

თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის კიდევ 13 პირი დააკავეს

თვითიზოლაციის წესების დარღვევის ახალი 22 ფაქტი გამოვლინდა

Print

სტატიის გამოყენების პირობები