ახალი ამბები
გორის საბავშვო ბაღების სააგენტოში პროდუქტებს სოციალურად დაუცველი აღსაზრდელებისთვის ამზადებენ
დღეიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა შვილები საბავშვო ბაღების აღსაზრდელებად ითლებიან, პროდუქტებს სახლში მიიღებენ.

ამის თაობაზე, საბავშვო ბაღების სააგენტოში სამზადისი უკვე მიმდინარეობს. სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ასეთი აღსაზრდელების რიცხვი 900-ს აღწევს.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საბავშვო ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი შეწყვეტილია. საკარანტინო პერიოდში საბავშვო ბაღების სააგენტო ბავშვებისათვის განკუთვნილ პროდუქტს შესაბამისი დღეების განმავლობაში მიუტანს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები