ახალი ამბები
ღონისძიებები, რომელიც შიდა ქართლში 19 მარტიდან გატარდება
ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხვალიდან შიდა ქართლის რეგიონში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. იხურება ის რესტორნები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები, რომელიც მოქალაქეთა თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. ტრანსპორტი კი, მოქალაქეებს შეზღუდული გრაფიკით მოემსახურება.

ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ცოტა ხნის წინ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, რეგიონის მასშტაბით არსებული ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.

,,თავდაპირველად მადლობა მათ, ვინც სამოქალაქო პასუხისმგებლობას იჩენს და თვითიზოლაციის წესებს არ არღვევს. თუმცა, სამწუხაროდ გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები სამოქალაქო პასუხისმგებლობის ძალიან დაბალ დონეს აჩვენებენ და ამ წესებს არღვევენ. გარდა ამისა, ყველას მოვიწოდებთ დარჩეთ სახლში და საქმე მაქსიმალურად დისტანციუტად აკეთოთ. ჩვენს რეგიონში თვითოზოლაციაში 57 ადამიანი იმყოფება, ხოლო სამხედრო ჰოსპიტალში 55 ადამიანი."

,,ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ სამართალდამცველებთან, რომ კოორდინირებულად მოვახდინოდ ყველა ის პრევენციული ღონისძიებები, რომელიც კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნათ. მქონდა შეხვედრა ჩვენს რეგიონში წარმოდგენილ ქსელური მაღაზიების ხელმძღვანელებთან და აგრარულ ბაზრებთან. მინდა იცოდეთ, რომ მარაგებთან დაკავშირებით არანაირი საფეთხეები არ არსებობს."

,,ზოგადად, ქვეყანაში ტვირთბრუნვა არ შეფერხებულა და არც შეფერხდება. გარდა ამისა, მაქსიმალურს ვაკეთებთ რომ არ მოხდეს პროდუქტებზე ფასების სპეკულაციური ზრდა.

,,ხვალიდან რეგიონში იკეტება ყველა კვების და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტები. ესეც რა თქმა უნდა მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება. ასევე შემცირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგოლება, როგორც სოფლების მიმართულებით, ასევე თბილისის”,-განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები