ახალი ამბები
გორში კლინიკა ,,მარკო" ძაღლების საკვებს მოქალაქეებს სახლში მიუტანს
გორში კლინიკა ,,მარკო", ძაღლების საკვებთან დაკავშირებით, მიტანის სერვისით იმუშავებს. ამის შესახებ კლინიკის დირექტორი ირმა მთიულიშვილი qartli.ge-ს ესაუბრა.

მისი თქმით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან ან კიდევ არ სურთ სახლიდან გასვლა, ცხოველთა საკვებს შეძენის შემთხვევაში სახლში გაუგზავნის.

ამისათვის mimtani.ge-ს სერვისებმა მზადყოფნა უკვე გამოთქვა:

,,ბევრი ადამიანი მირეკავს იმის თაობაზე, რომ ძაღლი უკვე საშიშია, ეს არის სიცრუე. ნუ გააგდებთ სახლებიდან ან ეზოებიდან ძაღლებს. ისინი ამ ვირუსთან არანაირ კავშირში არიან. ჩვენ ვთავაზობთ, mimtani.ge-ს სერვისით მოვესმახუროთ მოქალაქეებს." - გვითხრა ირმა მთიულიშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები