ახალი ამბები
გორში რესტორანმა ,,ჟოზეფმა" ექიმებს საკვები გაუგზავნა
დღეს დილით გორის საკარანტინო სივრცის ექიმებს საჩუქრები გაუგზავნეს. რესტორან ,,ჟოზეფის" წარმომადგენლებმა სპეციალურად მათთვის პროდუქტები გაამზადეს:

,,ვესტუმრეთ გორის სამხედრო ჰოსპიტალს და ამ ჟესტით გავამხნევეთ ჩვენი ექიმები, რომლებიც დაუღალავად ებრძვიან ეპიდემიას ჩვენს ქვეყანაში" - განაცხადეს რესტორნის ადმინისტრაციაში.

გორის საკარანტინო სივრცე 2020 წლის 2 მარტს გაიხსნა. აქ უკვე ასეულობით ადამიანმა გაიარა კარანტინი. ამ დრომდე, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშებიდან არც ერთზე დადასტურდა კორონავირუსი. 

საქართველოში კორონავირუსით 40 ადამიანია დაინფიცირებული. კარანტინის რეჟიმში 1592 ადამიანი იყოფება, ხოლო სტაციონარში 262 მოქალაქეს აკვირდებიან.

რესტორანი კრივში მსოფლიო ჩემპიონს გიორგი კანდელაკს ეკუთვნის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები