ახალი ამბები
გორის კარანტინში იძულების წესით გადაყვანილმა მოქალაქეებმა მანქანის ფანჯრები ჩაამტვრიეს
სპეციალურ მანქანას, რომლითაც მოქალაქეები საკარანტინო სივრცეში გადაყავდათ, ფანჯრები დაუზიანეს. ამის შესახებ მძღოლმა პარიზიდან ჩამოსულ სხვა მოქალაქეებს განუცხადა.

მძღოლს გაუკვირდა, როდესაც მანქანაში მყოფი 11 მოქალაქე საკარანტინო სივრცეში გადაყვანას არ აპროტესტებდა:

,,ეხლა მიკროავტობუსით გადავყავართ კარანტინში.... პატრული და ესკორტი მიგვაცილებს. ფანჯრიდან მიბერავდა, თითქოს დახურული იყო, მაგრამ არაგერმეტიულად და მძღოლს ვთხოვე დამხმარებოდა ... ბოდიშიო დისკომფორტისთვისო, თქვენამდე ვინც გადავგვყავდა კარანტინშიო, წიხლები ურტყესო(ფეხები არა) და ლეწავდნენ ფანჯრებსო, გაქცევა უნდოდათო ... როგორც კაცები , ასევე ქალებიო." - წერს მოქალაქე.

ამ სიტყვების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულ ა. ყიფიანს აღარ უკვირს, თუ რატომ მგზავრობდა პატიმრებივით.

,,ჩვენ მძღოლს მგონი ის უფრო გაუკვირდა, რომ არ დავლეწეთ არაფერი. ცოტა გონს მოეგეთ, მერე გვიანი იქნება." - მიმართავს მოქალაქე საზოგადოებას.

შეგახსენებთ, გორის ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 19 მარტს გამთენისიისას 3 ადამიანი აეროპორტიდან მიიყვანეს. 19 მარტს დილით საავადმყოფოს დირექტორმა დავით ბარლიანმა განაცხადა, რომ ამ დრომდე გორის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ადამიანებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ. 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები