ახალი ამბები
ობიექტების ჩამონათვალი, რომელიც გორში მუშაობას გააგრძელებს
გორის მერია იმ ობიექტებს ასახელებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტში მუშაობის გაგრძელების უფლება აქვთ.

წარმოგიდგენთ მხოლოდ იმ ობიექტების ნუსხას, რომლებსაც ფუნქციონირების გაგრძელება შეუძლიათ:

სასურსათო მაღაზიები
სასურსათო სამაცივრე მეურნეობები
სასურსათო საბითუმო საწყობები
სურსათის საბაჟო საწყობები
სურსათის გადამამუშავებელი საწარმოები
პურ-ფუნთუშეულის საწყობები
სწრაფი კვების ობიექტები მხოლოდ მიტანის სერვისით
ცხოველის საკვების გადამამუშავაბელი საწარმოები
სურსათის იმპორტიორები
ცხოველთა სასაკლაოები
ცხოველთა საკვების დისტრიბუცია
სურსათის დისტრიბუცია
აგრარული ბაზრები
ვეტერინარული კლინიკები
ცოცხალი ცხოველების ბაზრები
ცხოველთა საკვების მაღაზიები
ცხოველთა ფერმები
სასუქებისა და შხამქიმიკატების მაღაზიები
ვეტერინალური პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტები
ვეტერინარული აფთიაქები
ზოომაღაზიები
სურსათისა და ცხოველის საკვების ლაბორატორიები
საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები
აფთიაქები
ბენზინგასამართი სადგურები

გარდა ამისა, ფუნქციონირებას აგრძელებს საფოსტო ქსელი და ყველა ბანკი.

ამასთანავე, გორის მერია მიმართავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ სავაჭრო ორგანიზაციების ნაწილს გაითვალისწინონ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რეკომენდაცია და დროებით შეწყვიტონ მუშაობა.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე რაც ახალი კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება, საბჭომ ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო ობიექტების ნაწილის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება 19 მარტს მიიღო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები