ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალის კარანტინში მაღალი ტემპერატურული სიმპტომებით 3 ახალგაზრდა შეიყვანეს
დღეს საღამოს გორის ჰოსპიტალში 3 ახალგაზრდა შეიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაღალი ტემპერატურული სიმპტომებით გამოირჩევა.

ისინი თვითიზოლაციაში არ ყოფილან:

,,ხვალ უნდა ავიღო სამი ადამიანის ნიმუში, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ეს ადამიანები პირდაპირ არიან გადმოყვანილები და თვითიზოლაციაში არ ყოფილან. ორი არის ცოლ-ქმარი. ქალი უცხოეთის მოქალაქეა, ხოლო ქმარი არის ქართველი. რაც შეეხება მესამე პიროვნებას, ვიცით, რომ მას აზერბაიჯანელებთან ქონდა შეხება." - განაცხადა დაავადებათა ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა ეკა ქორჩაშვილმა.

ჯამში, გორის ჰოსპიტალის კარანტინში მყოფ პირთა რაოდენობა 62-ია. ჰორპისტალის ადმინისტრაცია განცხადებას დილით გააკეთებს.

დღეს დილით ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირველად, ორის საკარანტინო სივრცის არსებობისას, კორონავირუსის ფაქტი დადასტურდა.

მისი თქმით, წინა დღით გაგზავნილ ნიმუშებს შორის, 2 ადამიანს კორონავირუსი დაუდგინა. საქართველოს მასშტაბით კი, - 3. მესამე მოქალაქე აჭარის საკარანტინო სივრცეში იყო მოთავსებული.

21 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით 47 ადამიანია დაინფიცირებული. ამ რიცხვსი არ შედის ის ადამიანი, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები